დვალიშვილი: თუ ომალი ჩემს თეიქდაუნებს შეაჩერებს, დავანოკაუტებ
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ შონ ომალის დანოკაუტებას აპირებს.
ქართველი „მანქანას“ და „შუგას“ რევანში აშშ-ის ქალაქ ნიუარკში, 7 ივნისს, (თბილისის დროით 8 ივნისს) UFC 316-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
„თქვენ ნახავთ ბედნიერ და საშიშ მერაბს. ვაპირებ შონი დგომში ან პარტერში დავაფინიშო. თუ ის ჩემს თეიქდაუნებს შეაჩერებს, დავაფინიშებ. აი, ჩემი გეგმა. ძალიან სასიამოვნო იქნება მისი კვლავ დამარცხება. გამარჯვების შემდეგ, დავისვენებ, შემდეგ კი მალე დავბრუნდები. მინდა აქტიური ვიყო, რათა ადამიანებს დასამახსოვრებელი წუთები და დიდებული ჩხუბები ვაჩუქო“, - თქვა მერაბმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის პირველი ჩხუბი გასული წლის სექტემბერში გაიმართა, რომელშიც მერაბმა გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. 18 იანვარს კი „მანქანამ“ ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა.