მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შონ ომალის ცრურწმენა | მერაბთან პირველი ჩხუბის წინ, მკვდარი ბუ ნახა

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს შონ ომალის წინააღმდეგ დაიცავს. ჩხუბამდე, „შუგამ“ გულშემატკივრებს საკუთარი ცრურწმენა გაუზიარა და განაცხადა, რომ რემატჩს განსხვავებული დამოკიდებულებით ხვდება.

„მკერდზე საშინელი ტატუ მქონდა და გადავწყვიტე, როგორღაც დამეფარა. ტატუ არტისტს ვთხოვე, რამე მოეფიქრებინა და რომელიმე ფრინველი დაეხატა. ბუ აირჩია და მას შემდეგ, ბუ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

პიოტრ იანთან გამართულ ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე, გარეთ ვიყავი და მზის ჩასვლას ვუყურებდი. უეცრად, ბუ მოფრინდა და ჩემ მაღლა დაჯდა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ბუ იღბლის მომტანი აღმოჩნდა და იანი დავამარცხე. ახალ სახლში გადავედი და უამრავი ბუ მყავს, რომლებიც ჩემი სახლის გვერდით მდგარ ხეებზე ცხოვრობენ.

ბუებს ხშირად ვხედავ და მახსოვს, როდესაც მერაბთან პირველად უნდა მეჩხუბა, ორთაბრძოლამდე 10 დღით ადრე, ეზოში, მკვდარი ბუ ვნახე და მივხვდი, რაღაც ცუდი მოხდებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დვალიშვილს ვერ დავამარცხებდი. სიგიჟეა, მაგრამ მართლა ასე მეგონა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ლას ვეგასში წამოსვლამდე ერთი დღით ადრე, თეთრი ბუ დავინახე და ძალიან კარგად ვარ განწყობილი“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი აშშ-ის ქალაქ ნიუარკში, 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება. „შუგა“ ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას შეეცდება, „მანქანა“ კი ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით“ | მამარდა ლორიას
„მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით“ | მამარდა ლორიას