პერეირა მომდევნო ჩხუბზე: ჯერ თარიღი არ მაქვს, პაუზა ავიღე
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ თავის მომდევნო ჩხუბზე ილაპარაკა.
ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, ეს საკითხი მალე გაირკვევა.
„ჯერ თარიღი არ მაქვს, მაგრამ მაქვს იდეა. მე პაუზა ავიღე, რათა დავისვენო. 2024 წელს ბევრი სამუშაო მქონდა. ჩემი სხეული დაიღალა. მქონდა ტრავმები, ამიტომაც გადავწყვიტე უფრო მეტი დრო ამეღო ძალების აღსადგენად. ახლა უკვე ვბრუნდები“, - თქვა პერეირამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსმა ბოლო ჩხუბი მაგომედ ანკალაევთან გამართა, რომელიც UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო.
5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა და ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.