დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ვერ დავიძინებ, სანამ ქამარს არ დავიბრუნებთ“ - დუ პლესის მწვრთნელი განადგურებულია

ხამზატ ჩიმაევთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში ჩემპიონისთვის შეუფერებელი მარცხის შემდეგ, დრიკუს დუ პლესი ოქტაგონზე გაკეთებული მცირე კომენტარით შემოიფარგლა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია. სამაგიეროდ, კითხვებს ვერ გაექცა სამხრეთ აფრიკელი მებრძოლის მწვრთნელი მორნე ვისერი, რომელმაც დრიკუსის ერთგულ გულშემატკივრებს ასეთი პირობა მისცა:

„ვერ დავიძინებ სანამ ქამარს არ დავიბრუნებთ. ვიცი, ახლა ჩემს სიტყვებზე ყველას ეცინება და ფიქრობენ: „დრიკუსი განადგურებელია, ის და მისი მწვრთნელი ლუზერები არიან“. თუმცა, მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ დიდი ძალისხმევის გამოჩენა დაგვჭირდება, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ტიტულის დასაბრუნებლად. თანაც, საამისოდ დიდი ლოდინი საჭირო არ იქნება და ერთი ბრძოლის მოგებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესიმ თავის დროზე საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შონ სტრიკლენდის დამარცხებით მოიპოვა, რომელიც შემდეგ ისრაელ ადესანიას და იმავე სტრიკლენდის ძლევით დაიცვა, თუმცა ორი დღის წინ ხამზატ ჩიმაევთან იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“ - ჩიმაევი თოფურია-ცარუკიანზე
„მათ ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“ - ჩიმაევი თოფურია-ცარუკიანზე