მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: დიახ, მოვსარს უნდა ვეჩხუბო, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვები გაჩნდება

ალექს ვოლკანოვსკი არ ფიქრობს, რომ ბრაზილიელ ჟან სილვას შეუძლია პრეტენდენტთა რბოლაში მოვსარ ევლოევს აჯობოს და მისი შემდეგი მეტოქე გახდეს.

„ხალხი სილვაზე საუბრობს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვსარი იქნება. UFC-ისთან არაფერში შეიძლება იყო დარწმუნებული, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს შეიძლება არ ეჩხუბო პირველ ნომერ პრეტენდენტს? მოვსარი უკვე იყო პირველი ნომერი და ახლახან დაამარცხა მესამე ნომერი. მეორე ნომერი დიეგო ლოპესია, მას კი ორჯერ ვეჩხუბე. ასე რომ, დიახ, ეს ნამდვილად მოვსარი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც მომენტში გაჩნდება კითხვა - საერთოდ რას ვაკეთებთ აქ?

ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერ მათგანს მოვუგებ - სილვას, მერფის, მოვსარს და ცხადია, ლოპესს, მაგრამ ჩემი მემკვიდრეობისთვის ყოველთვის პირველ ნომერთან ბრძოლისკენ ვისწრაფვი, მით უმეტეს, თუ ეს დაუმარცხებელი პრეტენდენტია, რომელმაც ყველა დანარჩენი დაამარცხა. სილვამ კი არც ისე დიდი ხნის წინ წააგო იმ ბიჭთან, რომელსაც მე ორჯერ მოვუგე. ის მეექვსე ნომერია, ტოპები არ დაუმარცხებია და წაგების შემდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. საერთოდ ვის ეხსომება, რომ ის დავამარცხე?“

– განაცხადა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

გასულ უქმეებზე, დაუმარცხებელმა მოვსარ ევლოევმა ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ლონდონში გამართულ UFC Fight Night 270 ტურნირზე, პოტენციურ პრეტენდენტთა ბრძოლაში, მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბრიტანელი ლერონ მერფი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები