ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

პერეირამ ანკალაევთან რევანშზე უარი თქვა| ჰელვანი

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ UFC 317-ზე მაგომედ ანკალაევთან რევანშზე უარი თქვა. ინფორმაცია MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის დაპირისპირება 9 მარტს, UFC 313-ის მთავარი მოვლენა გახლდათ, სადაც დაღესტნელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ბრაზილიელს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის - ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება