მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„2023-ში დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე“ - იანს მერაბთან რემატჩი სურს

მერაბ დვალიშვილთან დამარცხებული სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ლამის ყველა მებრძოლი წაგებას ტრავმით ამართლებს, რომელიც მათ ჩხუბამდე, ან ჩხუბის პროცესში აქვთ მიღებული. გამონაკლისს არც რუსი პიოტრ იანი წარმოადგენს, რომელიც 2023 წელს „მანქანასთან“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ახლა, როდესაც იმ ბრძოლას იხსენებს, თვლის, რომ წარმატების მიღწევაში ხელი სწორედ ჯანმრთელობის პრობლემამ შეუშალა.

პიოტრ იანი

როდესაც დაისვა შეკითხვა, თუ ვინ უნდა დააზღვიოს ოქტომბერში გასამართი დვალიშვილი - სენდჰეგენის საჩემპიონო ჩხუბი, საჯაროდ გამოვთქვი ამის სურვილი, თუმცა UFC-ის ხელმძღვანელებს ჩემთვის წინადადებით არ მოუმართავთ. ახლა ისღა დამრჩენია, ძველებურ რეჟიმში განვაგრძო ვარჯიში, გლობალური გეგმები არ დავსახო და დაველოდო ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობას, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ.

2023-ში მერაბ დვალიშვილს პრაქტიკულად ცალი ხელით ვებრძოლე, რადგან მხრის სერიოზული ტრავმა მქონდა, ეს კი ყველა სპორტსმენმა კარგად იცის, რომ სწორედ ცალი ხელით ბრძოლის ტოლფასია. ახლა რომ ჩაინიშნოს დაპირისპირება და სრულფასოვნად მომზადების საშუალება მომეცეს, მერაბს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნი.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართა და მარკუს მაკგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რუსი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მესამე ნომერია და მხოლოდ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს, შონ ომალისა და უმარ ნურმაგომედოვს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს მადალენასთან არ გაუჭირდება“ - პიოტრ იანის პროგნოზი
„ისლამს მადალენასთან არ გაუჭირდება“ - პიოტრ იანის პროგნოზი