„საკმარისი გააკეთა, რომ ილიასთან იჩხუბოს“ | აბდელაზიზი გეიჯის აქებს
ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა ჯასტინ გეიჯი შეაქო, რომელიც მისი კლიენტია. აბდელაზიზმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე სწორედ გეიჯი უნდა იყოს.
„ჯასტინ გეიჯი ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი. წაგებები ან გამარჯვებები მას ვერ განსაზღვრავს. მას არასდროს უთქვამს ვინმესთან ჩხუბზე უარი და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკვე საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს.
ყველამ ვიცით, რომ ეს ბიზნესია, მაგრამ სისხლი, ოფლი და თავდაუზოგავი შრომა - აი, ვინ არის გეიჯი. მან სატიტულო ორთაბრძოლა დაიმსახურა და მისი კარიერა ყველაფერს თავად ამბობს.“
შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქედ გეიჯის აქტიურად ასახელებენ. UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, ბენილ დარიუშის თქმით, მას მიუვიდა ინფორმაცია, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი იანვარში გაიმართება.