ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ორი დივიზიონის ჩემპიონობას ვუახლოვდებით“ - ხაბიბი ისლამის მზადებაზე

ისლამ მახაჩევს სერიოზული პაუზა გამოუვიდა - 16 ნოემბერს დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონში 10-თვიანი პაუზის შემდეგ შევა და შეეცდება ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს - როგორც დააანონსებული ჰქონდა, მახაჩევმა წონა შეიცვალა, მსუბუქიდან ქვესაშუალოში აინაცვლა და აპირებს ილია თოფურიას მიღწევა გაიმეოროს, რომელიც ცოტა ხნის წინ ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მახაჩევის მზადებაზე მისმა მწვრთნელმა და უახლოესმა მეგობარმა, ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ასე გადის ჩვენი ცხოვრება - დარბაზში 24 საათი და ვარჯიში 24 საათი. ერთმანეთს ვეხმარებით გაძლიერებასა და სხვა დონეზე ასვლაში. მუშაობა გრძელდება და ორი დივიზიონის ჩემპიონობას ვუახლოვდებით. რთულ გამოწვევებთან გამკლავება ორმაგად საინტერესოა“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა და შემდეგ საჩემპიონო ქამარი ოთხჯერ დაიცვა. ქვესაშუალო დივიზიონის ტიტულის მოპოვებაში კი მისი მეტოქე ამჟამინდელი ჩემპიონი, ავსტრალიელი ჯეკ დე ლა მადალენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: “არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ“
ილია თოფურია: “არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ“