ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: “არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ“

გუშინ ილია თოფურია ესპანეთისა და საქართველოს მატჩს დაესწრო. დღეს, UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარ სამშობლოზე წერს.

თოფურია:

არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება. ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ. ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ, და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა.“

View this post on Instagram

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, ჯვაროსნები სატურნირო ცხრილში 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

მეორე ადგილზე თურქეთი გახლავთ 6 ქულით. შემდეგ ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში მეორე პოზიციას სანიოლის შეგირდები დაიკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები