მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„წლის საუკეთესო მებრძოლი დვალიშვილია“ - UFC-ის კომენტატორი

UFC-ის კომენტატორმა ლორა სანკომ განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლის წოდებას იმსახურებს.

„ჯეკ დელა მადალენას და ისლამ მახაჩევის ჩხუბი ძალიან საინტერესოა, მაგრამ წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილს მივიჩნევ. ჩემპიონის ქამარს ფლობდე და ასეთი აქტიური იყო - ეს შთამბეჭდავია. გარდა ამისა, მერაბი ყოველ ჩხუბში პროგრესირებს, რაც, ჩემი აზრით, არარეალურია.

ის ფაქტი, რომ მერაბ დვალიშვილი სულ უფრო სახიფათო ხდება და მეტოქეების დაფინიშებაც დაიწყო, მხოლოდ ხაზს უსვამს მის ვარსკვლავურ სტატუსს. ვფიქრობ, წლის საუკეთესო მებრძოლის წოდებას სწორედ ის იმსახურებს“.

ცნობისთვის, „მანქანამ“ წელს ჩემპიონის ტიტული სამჯერ დაიცვა - იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან, ივნისში - შონ ომალისთან, ოქტომბერში კი კორი სენდჰეგენთან.

აქვე გეტყვით, რომ დვალიშვილი წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვას გეგმავს - დიდი ალბათობით, მერაბის მეტოქე ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიგერედო: დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის GOAT-ია
ფიგერედო: დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის GOAT-ია