ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო თავს კარგად იცავდა, შესანიშნავი მეკარე ჰყავთ“ - დე ლა ფუენტე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მოგებული მატჩი შეაჯამა (2:0).

დე ლა ფუენტე:

„დანაკლისი? საბედნიეროდ, ესპანეთში გვყავს კარგი აკადემიები, საიდანაც ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელი ხვდება. ჩემი აზრით, ამით უნდა ვიამაყოთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ ნაკრებს ვწვრთნი.

რა თქმა უნდა, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ზოგიერთი ფიქრობს, რომ 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს მარტივი არაა. საქართველოს ნაკრები თავს კარგად და გაბედულად იცავდა, მათ შესანიშნავი მეკარე ჰყავთ. დიდი ანგარიშით მოსაგებად საუკეთესო დონეზე უნდა ითამაშო.

პენალტები უკეთესად უნდა დავარტყათ. მიკელ ოიარსაბალი კარგად მოიქცა, როდესაც ფერან ტორესს მისცა დარტყმის საშუალება. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებმაც პენალტების შესრულება შეუძლიათ.

ლამინ იამალის და ნიკო უილიამსის არყოფნაში გადავწყვიტეთ, განსხვავებული ტიპის გარემარბებით გვეთამაშა. ყველა პოზიციაზე ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს.

საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ფანტასტიურად თამაშობს - ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოვცადეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა პრობლემები შეგვიქმნეს. ვიცოდით, რომ ამ მხრივ ისინი ძალიან ეფექტურები არიან. ჩვენი ამოცანა ასეთ მომენტებში სიტუაციის გაკონტროლება იყო და ამას თავი კარგად გავართვით. ქართველი შემტევები ხაზებს შორის კარგად იხსნებიან, ამიტომ ჩვენი მცველები ძალიან კონცენტრირებულად თამაშობდნენ, რამაც შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის შესაძლებლობა მოგვცა. ვიცოდით, რომ ეს ასპექტი იყო მთავარი საფრთხე, და კარგად გავუმკლავდით ამას“.

მცირე კომენტარი გააკეთა ესპანელთა მარჯვენა მცველმა, პედრო პორომაც:

„ველოდებით სამშაბათის მატჩს, დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ. ყოველ ჯერზე თავს ნაკრებში სულ უფრო კარგად ვგრძნობ, თუმცა ყველაზე მთავარი 3 ქულის აღება და კარის მშრალად შენახვა იყო. მწვრთნელი კარგად მიცნობს და ვცდილობ, თითოეული შანსი გამოვიყენო. ბედნიერი ვარ, საოცნებო დებიუტი არ მქონია, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ვინც დღეს მოედანზე გავიდა, ყველამ კარგად გაართვა თავი“.

ცნობისთვის, პირველ ტაიმში ესპანელები იერემი პინომ დააწინაურა, მალევე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა მას პენალტი მოუგერია. 64-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების უპირატესობა ორამდე მიკელ ოიარსაბალმა გაზარდა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს, სტუმრად, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore: ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Sofascore: ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება