ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„დე ლა ფუენტეს სხვა გზა არ ექნება“ - ესპანელების პრობლემები

დიდი ხანია რომელიმე მატჩს ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები ასეთი დანაკლისით არ შეხვედრილა. საქართველოს ეროვნულ გუნდთან საშინაო თამაშში მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ლამინ იამალის, როდრის, დანი კარვახალის, დინ ჰუისენის, ნიკო უილიამსის, ფაბიან რუისისა და დანი ოლმოს დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ესპანურმა სპორტულმა მედიამ „ფურია როხას“ დამრიგებელს ასეთი რჩევები მისცა:

„არსებული ვითარება ლუის დე ლა ფუენტეს იძულებულს გახდის გადახედოს სათააშო სტრატეგიას და შანსი მისცეს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ნაკრებში იშვიათად ვხედავდით. ახლა კი გვხვდებიან მარკოს ლორენტე, პაბლო ბარიოსი, ხესუს როდრიგესი, ხორხე დე ფრუტოსი და ალექს ბაენა და მოსალოდნელია, რომ ყველა მათგანი ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე იზრუნებს.

პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ აიმერიკ ლაპორტი და ბორხა იგლესიასი, მიკელ ოიარსაბალი კი ალვარო მორატას არყოფნაში ახალ ცენტრფორვარდად გვევლინება. ნახევარდაცვის გამაგრებაში პედრის მარტინ სუბიმენდი და და მიკელ მერინო უნდა დაეხმაროს, ხოლო დაცვაში ლაპორტთან ერთად, პაუ კუბარსის, დანი ვივიანისა და ლე ნორმანის გამოჩენას ველით“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს და დე ლა ფუენტეს შეგირდებს ჯერჯერობით საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია