საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ასეთი ძლიერი საქართველო არასოდეს ყოფილა“ - კატალონიელები სანიოლის გუნდზე

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის III ტურში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება. თურქებთან „დინამო არენაზე“ განცდილი მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის ფეხბურთელებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ და მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ ელჩეში ქულა მაინც აიღონ. სწორედ ამაზე ჰქონდა გაკეთებული აქცენტი კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს ფერან მარტინესს „ჯვაროსნებზე“ საუბრისას და სტატიაში ასეთი რამ ეწერა:

„ახლა საქართველოს ნაკრებს ისეთი ძლიერი გუნდი ჰყავს, როგორიც არასოდეს ჰყოლია. ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობითა და პსჟ-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით „ჯვაროსნები“ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვიან. მათ სერიოზულ დახმარებას უწევს „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და „ვილიარეალის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.

თურქებთან განცდილმა მარცხმა მიზნისკენ სვლა გაართულა, რის გამოც ელჩეში ესპანელები მეტოქისგან სერიოზულ წინააღმდეგობას უნდა ელოდონ. ისიც სათქმელია, რომ სანიოლს დისკვალიფიცირებული ლუკა ლოჩოშვილი და ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება“.

ამავე სტატიის ავტორს საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაც ჰქონდა დასახელებული, რომელიც მისი ვარაუდით დღეს ასეთი უნდა იყოს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„27-დღიანი პაუზის შემდეგ ჩვენთან ბრუნდება“ - ესპანელები კვარაზე წერენ
„27-დღიანი პაუზის შემდეგ ჩვენთან ბრუნდება“ - ესპანელები კვარაზე წერენ