გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო“ | გულიაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში გიორგი გულიაშვილმა შთამბეჭდავად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორეადგილოსანი „კასტელონის“ წინააღმდეგ დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, რის შემდეგაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გულიაშვილი Sofascore-მა გამოარჩია. სტატისტიკურმა სააგენტომ გულიაშვილის თამაში 9.6 ქულით შეაფასა; მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ „სეუტას“ მეკარეს, პედრო ლოპესს ჰქონდა, რომელმაც 9.8 ქულა დაიმსახურა.

გულიაშვილი AS-ის რჩეულიც გახდა და ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ მასზე მოკლედ დაწერა: „რასინგში გოლი არ ჰქონდა გატანილი და მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მეორეადგილოსანი კასტელონის წინააღმდეგ გაფორმებული დუბლი და საგოლე გადაცემა ალუბალი იყო ტორტზე“.

საინტერესოა, რომ Comunio España-მ გულიაშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბინძურად ჭიდაობდა, განზრახ მირტყამდა“ | რატომ დაიწყო არმანმა ჩხუბი RAF-ზე
„ბინძურად ჭიდაობდა, განზრახ მირტყამდა“ | რატომ დაიწყო არმანმა ჩხუბი RAF-ზე