ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ზუსტად ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეჩერებინა საქართველოს ნაკრები“ - იერემი პინო

საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლის ავტორმა, იერემი პინომ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

„დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ. ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა საქართველოს გასაჩერებლად, ვინაიდან ისინი კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერები არიან. რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მთავარი სამი ქულაა.

როდესაც ბურთი პედრის აქვს, საოცრებები ხდება! ვიცოდი, რომ ასეთი პასების გაკეთება შეუძლია და როცა რობინ ლე ნორმანი პედრის გაეხსნა, მზად ვიყავი. მიხარია გოლის გატანა და იმედია, მომდევნო მატჩებშიც გავიტან. უნდა შევინარჩუნოთ თავდაჯერებულობა და დარჩენილი მატჩებიც მოვიგოთ“.

ცნობისთვის, პირველ ტაიმში ესპანელები იერემი პინომ დააწინაურა, მალევე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა მას პენალტი მოუგერია. 64-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების უპირატესობა ორამდე მიკელ ოიარსაბალმა გაზარდა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს, სტუმრად, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore: ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Sofascore: ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება