5 მცველით ესპანეთთან - სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში სტუმრად ესპანეთს უპირისპირდება.
მატჩის წინ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა სპეციალისტმა მოედანზე 5-მცველიანი ტაქტიკა აირჩია.
შემადგენლობა:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, კაშია, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.