ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

განაცხადში ვერ მოხვდა - ლომინაძე ესპანეთთან არ იქნება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფის მატჩს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა ქალაქ ელჩეში 22:45 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა – ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე ესპანეთთან არ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ივა გელაშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.

ესპანეთის ნაკრები:

მეკარეები: უნაი სიმონი, დავიდ რაია, ალექს რემირო.

მცველები: რობინ ლე ნორმანი, პაუ კუბარსი, დანიელ ვივიანი, პედრო პორო, ალეხანდრო გრიმალდო, მარკ კუკურელია.

ნახევარმცველები: მიკელ მერინო, ალექს გარსია, მარკოს ლორენტე, პაბლო ბარიოსი, ალექს ბაენა, მარტინ ზუბიმენდი, პედრი, მიკელ ოირასაბალი

თავდამსხმელები: ხორხე დე ფრუტოსი, იერემი პინო, ბორხა იგლესიასი, ხესუს როდრიგესი, ფერან ტორესი, სამუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები