მბაპე ისევ დაშავდა - დეშამი პანიკის საფუძველს ვერ ხედავს
კილიან მბაპესთვის მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა აზერბაიჯანთან (3:0) არაერთგვაროვანი გამოდგა. 26 წლის ფორვარდმა თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, თუმცა 83-ე წუთზე შეცვლა ითხოვა, რაც როგორც ყველა მიხვდა, ტრავმით იყო განპირობებული.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბუნებრივია დიდიე დეშამს პირველ რიგში მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „მგრძნობიარე კოჭი აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც ტრავმა აწუხებდა, სილურჯეები გაუჩნდა და გადავწყვიტეთ აღარ გაგვერისკა. პანიკის საფუძველი არ არსებობს“.
აზერბაიჯანელებთან კილინმა რიგით 53-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ოლივიე ჟირუს ახლა მხოლოდ 4 ბურთით ჩამორჩება.