კილიან მბაპე
Aa
Aa

„რამდენიც არ უნდა გადამიხადონ“ - მბაპესთვის ნაკრები პირველ ადგილზეა

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კილიან მბაპეს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც შესაძლოა უსმან დემბელეს, დეზირე დუესა და ბრედლი ბარკოლას მსგავსად, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ოქტომბრის მატჩებში ვერ დახმარებოდა. თუმცა ფაქტია - „სამფეროვნებმა“ აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებებთან ჩასატარებელი შეხვედრებისთვის მზადება დაიწყეს და კილიანიც ადგილზეა, რაზეც „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„დიახ კოჭი მართლაც მაწუხებს - ტრავმები ფეხბურთის განყოფელი ნაწილია. ფულს კლუბები გვიხდიან, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის საფრანგეთის ნაკრები დგას და ამ მხრივ არასოდეს არაფერი შეიცვლება. „რეალის“ ხელმძღვანელებს ყველაფერი გასაგებად ავუხსენი და ისიც ვუთხარი, რომ ნაკრების დახმარება მსურდა, მათ კი ჩემი შეჩერება არცკი უფიქრიათ“.

ცნობისათვის, კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 92 შეხვედრაში 52 გოლი აქვს გატანილი და „სამფეროვნების“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ოლივიე ჟირუს მხოლოდ 5 ბურთით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარკოლა უკან გააბრუნეს - სამფეროვნების მორიგი დანაკლისი
ბარკოლა უკან გააბრუნეს - სამფეროვნების მორიგი დანაკლისი