ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, ეთან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-ს გამარჯვება მბაპეს ძმამ წაართვა - ხვიჩამ ტრავმის გამო არ ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. ქართველ შემტევს მარცხენა ფეხზე, ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც დღევანდელ მატჩთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართული დაპირისპირებაც გამოტოვა და დიდი ალბათობით, ესპანეთის წინააღმდეგ ვერც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „ლილის“ წინააღმდეგ პსჟ-ს უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსიც ვერ ეხმარეობდნენ. ამასთან, ლუის ენრიკემ ლიდერების დასვენებაც გადაწყვიტა და მატჩის დაწყებამდე ნუნუ მენდეში, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია სათადარიგოთა სკამზე დასვა და სამივე მათგანი მოედანზე ერთდროულად, 59-ე წუთზე შეიყვანა.

ცვლილებებმა შედეგი მალევე გამოიღო და 66-ე წუთზე, ნუნუ მენდეშმა საჯარიმო ნიშნულიდან ეფექტური გასროლით ანგარიში 0:1 გახადა. თუმცა, პარიზელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 85-ე წუთზე, კილიან მბაპეს ძმამ, ეთან ბმაპემ წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. საგულისხმოა, რომ მატჩს კილიან მბაპეც ესწრებოდა, რომელმაც თავისი ძმის გოლი დიდი სიხარულით აღნიშნა.

იმის მიუხედავად, რომ პარიზულმა გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან ქულები ორჯერ დაკარგა, 16 ქულით მაინც სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 1 ქულით უსწრებს. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 17 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „სტრასბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო“ - კიტეიშვილი ალტახთან მატჩის შემდეგ
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო“ - კიტეიშვილი ალტახთან მატჩის შემდეგ