გლეიზერები მიდიან - სასიამოვნო სიახლე მანიუს ქომაგებისთვის
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Times-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ წილს მთლიანად გაყიდის. ეს „ალისფერი ეშმაკების“ ქომაგებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა სიახლეა, რადგან მათი უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა მთლიანად ამერიკელების არასწორი მმართველობის ბრალია.
ამ ყველაფერს დაემთხვა საუდის არაბეთის გასართობი სფეროს გენერალური ორგანოს თავმჯდომარის, ტურკი ალ აშ-შეიხის სტატუსი სოციალურ ქსელში, რომელიც ამ ქვეყანაში გლობალური სპორტული ღონისძიებების ჩატარების ზედამხედველია. ის აცხადებდა, რომ გლეიზერები ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ყველაფერი გადამწყვეტ ფაზაშია, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავად ამ ყველაფერთან არაფერი აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გლეიზერების ოჯახმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი 2005 წელს შეიძინა და 2014 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა, კლუბს მალკოლმ გლეიზერი მართავდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ხელმძღვანელები შვიილები, ჯოელი და ავრამი გახდნენ.