„მანჩესტერი ფეხბურთელების სასაფლაოდ აღიქმება“ - ოუენმა ყოფილ კლუბზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელი მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი პრობლემები ტაქტიკურ სქემას არ უკავშირდება.
„ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა მწვრთნელი. შემდეგ დამნაშავეებად ფეხბურთელები გამოაცხადეს, ახალწვეულებში მილიარდები დახარჯეს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები მოიყვანეს, მაგრამ ბოლო 10 წელიწადში კლუბს ფეხბურთელების სასაფლაოდ აღიქმება.
შემდეგ ბრალი დასდეს მათ, ვინც ეს ახალწვეულები შეიძინა. მორიგი მსხვერპლი დირექტორთა საბჭო გახდა, მისი შემადგენლობა შეიცვალა, როცა საქმეში სერ ჯიმ რეტკლიფი ჩაერია.
ამის შემდეგ ითქვა, რომ ყველაფერი ცუდი ინფრასტრუქტურის ბრალია - განახლდა საწვრთნელი ბაზა და ახალი სტადიონის მშენებლობა დაანონსდა.
მომდევნო ეტაპზე პერსონალის ჯერიც დადგა - ფიზიოთერავეპტების, ექიმების, მზარეულების - კლუბის თანამშრომლების ნახევარმა სამსახური დაკარგა. ახლა კი იმაზე მიდის საუბარი, რომ წარუმატებლობა სამი მცველით თამაშს უკავშირდება“.
ცნობისთვის, ოუენი „მანჩესტერის“ ღირსებას 2009-2012 წლებში იცავდა.