„აქამდე რომ გაეშვათ, ვიტყოდით, რომ დროულია“ - სქოულზი ამორიმზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, პოლ სქოულზამ FourFourTwo-ს პოდკასტში „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, რუბენ ამორიმზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, „იუნაიტედი“ ამ სეზონს ზედა ათეულში დაამთავრებს. ცუდი სტარტი გვაქვს, ზედიზედ ორი მატჩის მოგებას ვერ ვახერხებთ. პოტენციურად, უკეთესად თამაში შეგვიძლია, თუმცა ამ ეტაპზე ამის ალბათობას ვერ ვხედავ.
ყველაზე მეტს ბრაიან მბეუმოს ტრანსფერისგან ველოდებოდი. ბრენტფორდში უთამაშია, პრემიერლიგის გამოცდილება უკვე აქვს და ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც გულშემატკივრების გაოცება შეუძლია. ჩემი თანაგუნდელებიდან რომელს დავაბრუნებდი პირველს ამ შემადგენლობაში? რაიან გიგზს. ამ ეტაპზე „იუნაიტედს“ შოუ აკლია, ეს რაიანს კარგად გამოსდიოდა.
ამორიმი? არავის უყვარს მწვრთნელების გათავისუფლებაზე საუბარი, მაგრამ კვირას რომ ის გაეთავისუფლებინათ, ყველანი ვიტყოდით, რომ ეს დროული გადაწყვეტილებაა. გასულ სეზონში მას თავის მართლება შეეძლო, ვინაიდან ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშები იყო. ახლა მას ყველაფერი აქვს, ტრანსფერებზე კი 200 მილიონი გირვანქა დაიხარჯა. ამორიმს აქვს 3 კვირა მატჩიდან მატჩამდე, რათა თავისი სტილი დანერგოს, მაგრამ გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს. მატჩებს თუ ვერ იგებ, სამსახურს ვერ შეინარჩუნებ“.
ცნობისთვის, ამორიმი „ოლდ ტრაფორდზე“ გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს. „წითელმა ეშმაკებმა“ მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 18 მოიგეს, 19 წააგეს, 12 კი ფრედ დაასრულეს.