ჩავი ერნანდესი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ჩავი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს | რომანო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა მალე ახალი მწვრთნელი დანიშნოს და ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი, „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესია, რომელიც ერთ წელზე მეტია უმუშევარია.

ჩავი „ბლაუგრანადან “ 2024 წლის ივნისში გაათავისუფლეს და მისი ადგილი ჰანსი ფლიკმა დაიკავა. გათავისუფლებისთანავე 45 წლის ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ერთწლიან პაუზას აიღებდა.

მან შეთავაზებების განხილვა მხოლოდ ამ ზაფხულს დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არც ერთს არ დათანხმებულა. სექტემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ ჩავიმ „ლევერკუზენს“ უარი უთხრა.

ვითარება შეიძლება ახლა შეიცვალოს, რადგან „წითელი ეშმაკების“ დამრიგებელზე, რუბენ ამორიმიზე სულ უფრო იზრდება ზეწოლა.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩავი ძალიან დაინტერესებულია „ოლდ ტრაფორდზე“ პორტუგალიელის შეცვლით.

„ჩავი პრემიერ ლიგას სწავლობს. ის აკვირდება პრემიერ ლიგას და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაუყოვნებლივ გადავიდოდა, თუნდაც ევროთასებზე მონაწილეობის გარეშე, – განაცხადა რომანომ.

პარალელურად, ჩავის კიდევ ერთ სამსახურს უკავშირდება: გავრცელებული ცნობით, „ალ იტიჰადი“ მას ლორან ბლანის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. ამორიმის გუნდმა 6 მატჩში 7 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები