ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„27-დღიანი პაუზის შემდეგ ჩვენთან ბრუნდება“ - ესპანელები კვარაზე წერენ

ხვიჩა კვარაცხელია გარდა იმისა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ის ესპანელების წინააღმდეგ მუდამ მაღალ დონეზე თამაშობდა. ახლაც ყველა აღნიშნავს, რომ პირველად ლუის ენრიკე მისი თამაშით საქართველო-ესპანეთის თბილისურ მატჩში მოიხიბლა, როდესაც „ფურია როხას“ ედგა სათავეში და მისი გუნდის კარი ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე დარტყმით აიღო. ბუნებრივია, ხვალინდელი თამაშის წინ Marca-ში ხვიჩაზე ცალკე სტატია დაიბეჭდა.

რას წერენ კვარაზე

კვარაცხელია 14 სექტემბერს „ლანსთან“ დაშავდა და მას შემდეგ მინდორზე არ გასულა. როგორც ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი სრულფასოვნად ვარჯიშობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ხვიჩამ 27-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშოს.

არსებობს მეორე ფაქტორიც - ვილი სანიოლი აღნიშნავს, რომ ჯგუფის მოგების მთავარი ფავორიტი „ფურია როხაა“ და მის გუნდს მთავარი ბრძოლების გადატანა თურქებთან მოუწევს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ კვარა მონტელას შეგირდებთან თამაშისთვის შეინახოს, რომელიც 14 ოქტომბერს ჩატარდება.

ცნობისათვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები აქამდე რვაჯერ შეხვდნენ, შვიდ შემთხვევაში მეტოქემ გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ ქართველებმა მოიგეს და ეს მატჩი 2016 წლის 7 ივნისით თარიღდება, როდესაც მრისხანე მოწინააღმდეგეს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 ვაჯობეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟორჟი-კვარას დუეტის შეჩერება ყველას გაუჭირდება“ - სანიოლის ასისტენტი ესპანეთთან მატჩამდე
„ჟორჟი-კვარას დუეტის შეჩერება ყველას გაუჭირდება“ - სანიოლის ასისტენტი ესპანეთთან მატჩამდე