„სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით“ - ილია თოფურია
ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ალგორფაში UFC-ს მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, ილია თოფურია ესტუმრა.ქართველი მებრძოლი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვება უსურვა.
შეხვედრის შემდეგ, ილია თოფურიას საქართველოს ნაკრების მაისური გადაეცა. ქართველმა მებრძოლმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელებთან და სფფ-ის მენეჯმენტთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ილია თოფურია:
„ვიცი, რამდენად მნიშვენლოვანი თამაშია ნაკრებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მთელი ქვეყნის ახდენილი ოცნება იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩი ესპანეთსა და საქართველოს შორის დღეს ქალაქ ელჩეში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.