ჩარლზ ოლივეირა, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„პერეირას დარტყმებს შენ ვერ გაუძლებ“ - ოლივეირამ ჯონსს მიმართა

მაგომედ ანკალაევის დამარცხებისა და UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის დაბრუნების შემდეგ ალექს პერეირამ განაცხადა, რომ მისი სამომავლო გეგმები მძიმე წონაში გადასვლასა და ზაფხულში თეთრი სახლის ღონისძიებაზე ლეგენდარულ ჯონ ჯონსთან დაპირისპირებას უკავშირდება. რამდენად წონადია „პო ატანის“ შანსები „ბოუნსთან“ ბრძოლაში, ამის თაობაზე მისმა თანამემამულემ, კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჯონსზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან ყოველთვის მისი თაყვანისმცემელი ვიყავი. როდესაც მე შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიშს ვიწყებდი, ჯონი უკვე ადგილზე იყო. თუმცა, უნდა ვაღიარო, თუ მისი და პერეირას ჩხუბი ჩაინიშნება, მაშინვე ჩემი თანამემამულის გულშემატკივარი გავხდები. „ბოუნსი“ ლეგენდაა, მაგრამ აქედან მივმართავ, რომ თუ ალექსმა დარტყმები გაუტარა, ის ამას ვერ გაუძლებს და ნოკაუტში აღმოჩნდება“.

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირა დღეს UFC Rio-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში პოლონელ მათეუშ გამროტს დაუპირისპირდება და ღონისძიება თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირას სურს, თეთრი სახლის ტურნირზე მაკგრეგორთან იჩხუბოს
ოლივეირას სურს, თეთრი სახლის ტურნირზე მაკგრეგორთან იჩხუბოს