კამარუ უსმანი, ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„მესამე ბრძოლა ყველაზე სამართლიანი იქნება“ - უსმანი ანკალაევი-პერეირაზე

კამარუ უსმანის მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, რის გამოც ნიგერიელი მებრძოლი სხვა დაპირისპირებების განხილვით არის დაკავებული. ამჯერად მას სულ ახლახანს გამართულ UFC-ის ქვემძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლის შეფასება სთხოვეს და კამარუმ იმედი გამოთქვა, რომ მას და გულშემატკივრებს ანკალაევი-პერეირას ჩხუბის ტრილოგიის ხილვის საშუალება მიეცემათ.

კამარუ უსმანი

როდესაც ამა თუ იმ ბრძოლაში რომელიმე სპორტსმენი მარცხდება, მისი ტრავმის შესახებ არავის არაფრის გაგონება არ სურს. ჩვენ უკვე გავხდით იმის მოწმენი, თუ როგორ დაკარგა ალექს პერეირამ ტიტული და ვიცით რაც მოხდა. ახლა იგივე ანკალაევსაც დაემართა და ყველამ ვუყურეთ როგორ მოხდა. ამიტომაც ყველაზე სამართლიანი ამ ორ ძლიერ მებრძოლს შორის მესამე ჩხუბის ჩანიშვნა იქნება. ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული და მოსამზადებლად დროც ექნებათ. როდის ტარდება თეთრი სახლის ღონისძიება? თუ არ ვცდები ივნისში და რვა თვე მგონი ორივესთვის სრულიად საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თუ პერეირა-ანკალაევის პირველ ბრძოლაში დაღესტნელმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ბრაზილიელმა რამდენიმე დღის წინ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი პრობლემა ჰქონდა, არ უნდა ეჩხუბა“ | აბდელ აზიზი პერეირასა და ანკალაევის ბრძოლაზე
„ბევრი პრობლემა ჰქონდა, არ უნდა ეჩხუბა“ | აბდელ აზიზი პერეირასა და ანკალაევის ბრძოლაზე