„მიზეზს არ ვეძებ, მაგრამ უნდა ვთქვა“ - კორმიემ ანკალაევი დაიცვა
რამდენიმე დღის წინ UFC-ის ქვემძიმე წონით კატეგორიაში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში ალექს პერეირას გამარჯვება მაგომედ ანკალაევთან გასაკვირი არავისთვის არ ყოფილა. თუმცა, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „პო ატანი“ დაღესტნელს ასე იოლად, პირველივე რაუნდში დაამარცხებდა. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი MMA-ს ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად ექსპერტმა დენიელ კორმიემ გააკეთა, რომელიც კი შეეცადა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად შეენიღბა, მაგრამ მაინც ანკალაევის გამართლება გამოუვიდა:
„პერეირასთან ჩხუბის გამართვამდე ჩემი თვალით ვნახე ვიდეო, სადაც კარგად ჩანდა, თუ როგორ უკეთებდნენ ინექციას ანკალაევს მტკივან ნეკნებში. ეს არც ტყუილია და არც საბაბი, უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ბრძოლამდე დარჩენილ ექვსი კვირის განმავლობაში მაგომედი მხოლოდ კარდიო-ვარჯიშებს ასრულებდა“.
შეგახსენებთ, რომ ანკალაევის ძლევით ალექს პერეირამ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა და იქვე აღნიშნა, მძიმე წონით დივიზიონში გადასვლას გეგმავს.