კლარენს ზეედორფი, ფაბიო კაპელო, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

მსუქანი რონალდო პრობლემა იყო და გაუშვეს | კაპელო უცნობ ამბებს იხსენებს

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Trento Sports Festival-ის მიმდინარეობისას მადრიდის „რეალში’’ გატარებული წლები გაიხსენა, კლარენს ზეედორფთან და ბრაზილიელ რონალდოსთან დაკავშირებით უცნობი ამბები მოჰყვა.

ერთ-ერთი მატჩის შესვენებაზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, კაპელოსა და ზეედორფს შორის საინტერესო საუბარი შედგა.

ფაბიო კაპელო: „გასახდელში შევედი, რამდენიმე წუთი არაფერი მითქვამს. მინდოდა გამეგო რა მეთქვა, როგორ ჩავრთულიყავი. შემდეგ ვთქვი: „ბიჭებო, ჩვენ ესა და ეს უნდა გავაკეთოთ’’. ყველანი ყურადღებით მისმენდნენ, მაგრამ სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა: „საუბარი დავასრულე და ზეედორფმა, ვინც მაშინ 20 წლის იყო, მითხრა: „არა, მე ასე და ასე მოვიქცეოდი’’. მივუახლოვდი, გავუწოდე ჩემი „რეალის’’ ლოგოიანი ჟაკეტი და ვთქვი: „თქვენ ახალი მწვრთნელი გყავთ. მე წავედი’’. გასახდელიდან გავედი’’.

1996 წლის ზაფხულში 20 წლის კლარენს ზეედორფი გენუის „სამპდორიადან’’ მადრიდის „რეალში’’ გადავიდა. როგორც MARCA წერს, ტრანსფერის ინიციატორი ფაბიო კაპელო იყო.

კლარენს ზეედორფი რეალში

კაპელო „რეალის’’ მთავარი მწვრთნელი ორი სეზონი იყო, 1996-97 წლებში და შემდეგ 2006-07 წლებში. ორივე სეზონში „რეალმა’’ ლა ლიგა მოიგო, თუმცა იტალიელი სპეციალისტისა და კლუბის გზები გაიყო.

კაპელოს ბრაზილიელ რონალდოსთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც 2007 წლის ზამთარში რონალდო „მილანში’’ წავიდა. „ფენომენთან’’ დაკავშირებით კაპელო იხსენებს:

„რონალდო „რეალის’’ უარყოფითი ლიდერი იყო. ვსაუბრობ საუკეთესო ფეხბურთელზე, რონალდოზე. ყოველღამით ბალდორის კლუბში წასვლა უყვარდა, 94 კილოგრამს იწონიდა და დაკლება არ სურდა. ერთ მომენტში პრეზიდენტს ვუთხარი, რომ უნდა გაგვეშვა, რადგან აქ პროგრესის იმედი აღარ იყო. და ჩვენ გავუშვით. მაგრამ ვიმეორებ, საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია.

კაპელოს თქმით, რონალდოს გაშვება გარდამტეხი მომენტი იყო: „მას შემდეგ, რაც გავუშვით, თავიდან დავიწყეთ და ჩემპიონობა მოვიპოვეთ, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, უნდა გესმოდეს, თუ საიდან მოდის პრობლემა''.

2006-07 წლების სეზონის პირველ ნახევარში „ფენომენმა'' ფაბიო კაპელოს გაწვრთნილ „რეალში'' 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა. ზამთარში 7,5 მილიონ ევროდ „მილანში'' გადავიდა.

ბრაზილიელი რონალდო მილანში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90 წუთში მოხიბლული ფერგი - როგორ აიწყო კრიშტიანუმ ერთი სპარინგით კარიერა
90 წუთში მოხიბლული ფერგი - როგორ აიწყო კრიშტიანუმ ერთი სპარინგით კარიერა