ესპანეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ადგილობრივი პრესის პროგნოზი
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება და ესპანურ პრესაში უკვე გამოქვეყნდა სავარაუდო შემადგენლობები.
ესპანეთის ნაკრების დანაკლისის ფონზე სასტარტო შემადგენლობების პროგნოზირება უფრო ადვილია, ამიტომ ძირითადად ყველა გამოცემის პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა. ერთადერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ადგილობრივ პრესაში აზრთა სხვადასხვაობაა, ისაა, ვინ იქნება დაცვის ცენტრში რობინ ლე ნორმანის მეწყვილე - პაუ კუბარსი თუ დანი ვივიანი.
Marca: სიმონი; პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
AS: სიმონი; პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
Sport: სიმონი; პორო, ვივიანი, ლე ნორმანი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
Mundo Deportivo: სიმონი; პორო, ვივიანი, ლე ნორმანი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
Estadio Deportivo: სიმონი; პორო, ვივიანი, ლე ნორმანი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
OK Diario: სიმონი; პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; პინო, ოიარსაბალი, ფერანი.
La Razon: სიმონი; პორო, კუბარსი, ლე ნორმანი, კუკურელია; პედრი, სუბიმენდი, მერინო; ბაენა, ოიარსაბალი, ფერანი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩი ესპანეთსა და საქართველოს შორის დღეს ქალაქ ელჩეში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.