ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„პედისა და ილიას ერთმანეთი სძულთ, ეს კარგია ბიზნესისთვის“ - ოლივეირა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ მსუბუქ და ქვესაშუალო წონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„ბევრი რამ ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. ჩემი აზრით, ახლა სატიტულო ბრძოლასთან ყველაზე ახლოს ჯასტინ გეიჯია. მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ლოგიკურია, თუ მას ამ შანსს მისცემენ.

არმან ცარუკიანი ნოემბერში ჩხუბობს, მაგრამ ასევე არსებობს პიმბლეტი. პედისა და ილიას ერთმანეთი სძულთ, ეს კარგია ბიზნესისთვის.

ნოემბერში ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბი გველოდება. შესაძლოა, თოფურია ქვესაშუალო წონაში ასვლით დაინტერესდეს, ვინ იცის? ყველაფერია შესაძლებელი“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში ოლივეირა მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება. ბოლო ჩხუბი მან ილია თოფურიასთან გამართა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირას სურს, თეთრი სახლის ტურნირზე მაკგრეგორთან იჩხუბოს
ოლივეირას სურს, თეთრი სახლის ტურნირზე მაკგრეგორთან იჩხუბოს