ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„გამარჯვების კარგი შანსი ექნება“ | ოლივეირა ილიასა და ისლამის პოტენციურ ჩხუბზე

ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე ისაუბრა და „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „დუ ბრონქსი“ ვარაუდობს, რომ რუს მებრძოლს მოგების უკეთესი შანსი აქვს.

„ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია — ფეხით ძლიერად ურტყამს და ორთაბრძოლებს შესანიშნავად ყიდის. თუ შემდეგ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ვფიქრობ, რომ ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადაინაცვლებს და მესამე ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

რაც შეეხება თოფურიასა და მახაჩევის პოტენციურ ბრძოლას — ისლამმა სტრაიკინგის მხრივ დიდი პროგრესი აჩვენა. მას კარგი შანსი ექნება, რომ ილია პარტერში გადაიყვანოს და იქ დაამარცხოს. არ ვიცი, თოფურიას ჯიუ-ჯიცუს როგორი დონე აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ბიჭია. დღეს ის UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლია.

ილია გიგანტია, მაგრამ ისლამმა დგომში საკმაოდ მოუმატა და შესანიშნავი გრეპლინგი აქვს. მას შეუძლია, მეტოქე დგომშიც დააფინიშოს ან პარტერში გადაიყვანოს და საბმიშენით მოუგოს. ვფიქრობ, მახაჩევს გამარჯვების ძალიან კარგი შანსი ექნება.“

შეგახსენებთ, რომ „დუ ბრონქსი“ მომდევნო ორთაბრძოლას მოახლოებულ უქმეებზე გამართავს. ბრაზილიელი მებრძოლი რიო დე ჟანეიროში მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი