„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე ისაუბრა. მისი თქმით, იდეა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა თავდაპირველად, როგორც წესი, ადამიანები ცვლილებებს უნდობლობით ხვდებიან.
უეფას ხელმძღვანელმა ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სუპერლიგის პროექტი, რომლის სათავეშიც „რეალი“ და „ბარსელონა“ იდგნენ და რომელშიც ევროპული ფეხბურთის გრანდებს უნდა ეთამაშათ.
„პანდემიის პერიოდი ყველასათვის რთული იყო და ამ დროს გაჩნდა სუპერლიგის იდეა - ამ ტურნირში 12 ელიტარულ კლუბს უნდა ეთამაშა. ეს უეფასთვის დიდი გამოწვევა იყო, ვინაიდან ამ პროექტის უკან ძალიან დიდი ფინანსები იდგა. ახლა მთელ მსოფლიოში ომები და კონფლიქტებია - არა მგონია, 1930-იანი წლების შემდეგ სხვა ასეთი რთული პერიოდი ყოფილიყო.
ვიდრე ან თანამდებობაზე ვიქნები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემპიონთა ლიგა ღია ტურნირად დარჩეს. ფეხბურთი ყველასთვისაა. ყველა კლუბმა უნდა ოცნებოს კვალიფიკაციის გავლაზე, დიდი გუნდების დამარცხებაზე. ფეხბურთს სპორტის სახეობების მეფედ ღია კონკურენცია აქცევს. შეხედეთ NBA-ს: რა თქმა უნდა, ეს პოპულარული ტურნირია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერ შეედრება.
მაგალითად, არა მგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოდესმე „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებდა, თუ სისტემა სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი. ვერც ლუკა მოდრიჩი მოიგებდა ოქროს ბურთს. ვამაყობ იმით, როგორი თანასწორობით ვეპყრობით ყველა კლუბსა და ქვეყანას. გვსურს, რომ ევროტურნირები ყოველთვის ღია იყოს“.