„ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს, 5 რაუნდი ისპარინგა“ | მერაბმა რაუნთრი გააოცა
ხალილ რაუნთრიმ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. რაუნთრიმ და „მანქანამ“ UFC 320-ზე იჩხუბეს და ამერიკელმა მებრძოლმა, რომელიც დვალიშვილის მსგავსად Syndicate MMA-ში ვარჯიშობს, ღონისძიების დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„UFC 320-ის დღეს, დილის 12 საათზე, მერაბმა 5-რაუნდიანი სპარინგი ჩაატარა. ჩხუბის დღეს სრული სერიოზულობით ისპარინგა — თანაც ხუთი რაუნდის განმავლობაში. კარიერის უდიდეს ბრძოლამდე ნახევარი დღეც არ იყო დარჩენილი და დვალიშვილი დილის 12 საათზე სპარინგობდა... მერაბი ასეთია.
მებრძოლთა უმრავლესობა ჩხუბის დილას სასტუმრო ოთახში ზის და ფიქრობს, ან ენერგიას მსუბუქად ხარჯავს, მაგალითად, ველოსიპედზე ვარჯიშით. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მინახავს — არასდროს მინახავს მებრძოლი, რომელიც ჩხუბამდე რამდენიმე საათით ადრე 5-რაუნდიან სპარინგს ატარებს. მერაბი სწორედ ასე მოიქცა და შემდეგ ოქტაგონში შევიდა, სადაც კორი სენდჰეგენთან კიდევ 5 რაუნდი იჩხუბა... ეს ბიჭი საერთოდ სხვა ცხოველია.“
შეგახსენებთ, რომ UFC 320-ზე რაუნთრი ირჟი პროხაზკას დაუპირისპირდა და ნოკაუტით დამარცხდა, დვალიშვილმა კი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.