საქართველო უნდა დავამარცხოთ | ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისი
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
პირველი კითხვა ლამინ იამალს შეეხებოდა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა: „მოდით, საქართველოს ნაკრებზე ვისაუბოთ. იამალთან დაკავშირებით ყველაფერს ვიტყვი, თუმცა სხვა დღეს.
საქართველო უნდა დავამარცხოთ, რაც ადვილი არ იქნება. რთული დღე იქნება კარგ ოპონენტთან, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ, დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ ინტენსიური იყო. ჩემი გუნდის ფეხბურთელები ფოკუსირებულნი არიან და მატჩს მენტალურ მზადყოფნაში ხვდებიან’’.
ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარიდან გამომდინარე დიდი ალბათობით მათ საქართველოს ნაკრებთან დანი ოლმო ვერ დაეხმარება: „15 წუთი ივარჯიშა და შემდეგ დისკომფორტი იგრძნო. ვუთხარით რომ ვარჯიში შეეწყვიტა. სხვა ყველა მოთამაშე მწყობრშია’’.
დე ლა ფუენტემ იმედი გამოთქვა, რომ უამინდობის გამო საქართველოსთან მატჩი არ გადაიდება.
საქართველოსთან მატჩში „ფურია როხას’’ როდრი, ნიკო უილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუიზი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და დანი ოლმო ვერ დაეხმარებიან.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი - საქართველო | 22:45
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი - საქართველო | 22:45