Sofascore: ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა. ჯვაროსნების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა.
Sofascore:
მამარდაშვილი(7.1), კაკაბაძე(6.4), გოგლიჩიძე(6.4), კაშია(6.5), დვალი(7.0), გოჩოლეიშვილი(6.3), კიტეიშვილი(6.5), ქოჩორაშვილი(6.8), მექვაბიშვილი(6.5), კვარაცხელია(5.9), მიქაუტაძე(6.5), გაგნიძე(6.7), დავითაშვილი(6.3), კვერნაძე(6.5), აზაროვი(6.5).
შეგახსენებთ, რომ პარალელურად თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.
თურქეთს 6 ქულა აქვს. შემდეგ ტურში ჯვაროსნები სტუმრად სწორედ თურქეთს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.