ჩარლზ ოლივეირა, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ოლივეირას სურს, თეთრი სახლის ტურნირზე მაკგრეგორთან იჩხუბოს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდარულ მებრძოლს, ჩარლზ ოლივეირას სურს, რომ თეთრი სახლის ტურნირზე, კონორ მაკგრეგორს დაუპირისპირდეს.

„როდესაც საუბარი მემკვიდრეობას ეხება, ეს იქნებოდა რაღაც გრანდიოზული. რატომ არ უნდა ჩატარდეს თეთრ სახლში მართლაც დიდი ბრძოლა? ეს წარმოუდგენელი იქნებოდა – ყველა ოცნებობს ამ სცენაზე გამოსვლაზე. თუ UFC-ს ჩემი მონაწილეობა დასჭირდება, მე მზად ვიქნები. და ყველამ იცის, როგორი იქნებოდა ეს ორთაბრძოლა: ჩარლზ ოლივეირა კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. ეს მომგებიანი ბრძოლაა“, – განაცხადა „დუ ბრონქსმა“.

შეგახსენებთ, რომ ჩარლზმა ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. ილია თოფურიამ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ამ მარცხის შემდეგ პირველი ჩხუბი „დუ ბრონქსს“ 11 ოქტომბერს, სამშობლოში, რიო-დე-ჟანეიროში რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა აზერბაიჯანელი მებრძოლი ვარჯიშზე დაშავდა და ბრძოლას ჩაეხსნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოლივეირა UFC Rio-ზე მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება.

მანამდე კონორმა თქვა, რომ UFC-ის ტურნირზე თეთრ სახლში, მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორის ბოლო ჩხუბი ოქტაგონში 2021 წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ირლანდიელი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასტინ პორიესთან დამარცხდა.

ცნობისთვის, თეთრი სახლში UFC-ის ღონისძიებას 2026 წლის 14 ივნისს უმასპინძლებს, აწონვების ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ტირილს აპირებ, ორთაბრძოლა არ მიიღო“ | მერაბის მწვრთნელმა იანს უპასუხა
„თუ ტირილს აპირებ, ორთაბრძოლა არ მიიღო“ | მერაბის მწვრთნელმა იანს უპასუხა