მაკგრეგორმა 18-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
კონორ მაკგრეგორი UFC-ის ანტიდოპინგური პოლიტიკის დარღვევის გამო, 18-თვიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, MMA-ს ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა, არ წარადგინა ზუსტი ინფორმაცია, საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ, 2024 წლის 13 ივნისს, 19 სექტემბერსა და 20 სექტემბერს, ტესტების ჩასაბარებლად.
კონორს ბრძოლა 2026 წლის 20 მარტიდან შეეძლება, მისი დისკვალიფიკაციის ვადა 2024 წლის 20 სექტემბერს დაიწყო.
თავის მხრივ, ანტიდოპინგურმა სამსახურმა დისკვალიფიკაცია 24 თვიდან 18 თვემდე შეამცირა, რადგან მაკგრეგორი თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
მანამდე კონორმა თქვა, რომ UFC-ის ტურნირზე თეთრ სახლში, მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორის ბოლო ჩხუბი ოქტაგონში 2021 წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ირლანდიელი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასტინ პორიესთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჩენდლერს, მას ზედიზედ 3 წაგება აქვს (პორიე, ოლივეირა, პიმბლეტი) - პედიმ ის ტექნიკური ნოკაუტით მიმდინარე წლის აპრილში დაამარცხა.
ცნობისთვის, თეთრი სახლში UFC-ის ღონისძიებას 2026 წლის 14 ივნისს უმასპინძლებს, აწონვების ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე გაიმართება.