წარმატება ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე | ნუგზარ მანია ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

წარმატება ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე | ნუგზარ მანია ჩემპიონი გახდა

პრიშტინაში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ მანიამ და ვატო წიკლაურმა იასპარეზეს.

მანიამ ატაცში 95 კგ დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ნუგზარმა აკვრაში 124 კილოგრამი დააფიქსირა, რაც საუკეთესო შედეგი იყო და ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ორჭიდში დაგროვებული 219 კილოგრამით კი კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა.

წიკლაურმა ატაცში 76 კილოგრამის დაძლევით მე-10 საფეხური დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში 88 კგ. დაძლია და იმავე პოზიციაზეა, ორჭიდში მოგროვილი 164 კლოგრამით კი მე-9 საფეხურზეა.

ევროპის ჩემპიონატის განრიგი ასე გამოიყურება:

22 აგვისტო 14:00 სთ სალომე კუჭავა - 53 კგ, 16:00 სთ ლიზი ვეკუა  57 კგ

23 აგვისტო 14:00 სთ ლევან ძიმცეიშვილი  /   გიორგი კეკელიძე  65 კგ, 16:00 სთ გიორგი ქინქლაძე  /  შოთა კაკაბაძე  - 65 კგ

24 აგვისტო 14:00 სთ დავით კილაძე - 70 კგ, 16:00 სთ შორენა კვირიტიძე  / ვერიკო შამათავა  61 კგ, 20:00 სთ ლუკასი თოდუა - 75 კგ

25 აგვისტო 16:00 სთ საბა არჩვაძე - 85 კგ, 21:00 სთ ლადო ძიმცეიშვილი 85 კგ

26 აგვისტო 18:00 სთ ნიკოლოზ ქორიძე +85 კგ, 20:00 სთ მარიამ ჩხენკელი  77 კგ

27 აგვისტო 12:00 სთ თამაზ მეგრელიშვილი / ზურაბ იოსელიანი  95 კგ, 14:00 სთ ნინი კომლაძე +77 კგ მარიამ ჩოხელი +77 კგ, 16;00 სთ ნიკოლოზ კურტანიძე  /  ხვიჩა კიწმარიძე +95 კგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრაიოვა შეთავაზებას დათანხმდა | მექვაბიშვილი შესაძლოა, ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდეს
კრაიოვა შეთავაზებას დათანხმდა | მექვაბიშვილი შესაძლოა, ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდეს