გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

ქუჩის ტიპის თავდამსხმელია | მარსელინომ მიქაუტაძეზე ისაუბრა

„ვილიარეალის'' მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ესპანურ AS-თან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. მარსელინოს თქმით, მიქაუტაძე ყველასგან განსხვავებულია მათგან, ვინც კი ოდესმე გაუწვრთნია.

მარსელინო: „ის თვისებები აქვს, რაც ჩვენს თამაშს კარგად ერგება. კარგად მობილურია და კარგი სიღრმე აქვს. გუნდურ თამაშში კარგად ერთვება და შესანიშნავი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. ქუჩის ტიპის თავდამსხმელია. შესაძლოა ოდნავ არაორგანიზებული, ზოგჯერ მარტოსული, მაგრამ ძალიან გონიერი და ინსტინქტური. დამასრულებელ ფაზაში შესანიშნავად მოქმედებს ორივე ფეხით. როცა სივრცეში შედის, მოქმედების დროს შესანიშნავად არჩევს. ის არავის ჰგავს მათგან, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ის ძალიან კარგია’’.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „ვილიარეალმა'' 30 მილიონ ევროდ გიორგი მიქაუტაძე „ლიონიდან'' შეიძინა. ფორვარდი „ყვითელ წყალქვეშა ნავში'' საუკეთესო თვისებებს შესანიშნავად ავლენს, სანაკრებო პაუზამდე ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს'' შეუგდო, ლა ლიგაში - მადრიდის „რეალს''. ესპანურ კლუბში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში შვიდ მატჩში მის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთთან ამ შედეგით იღბლიანები ვართ | სანიოლი თურქეთთან სხვა თამაშს ელის
ესპანეთთან ამ შედეგით იღბლიანები ვართ | სანიოლი თურქეთთან სხვა თამაშს ელის