„როცა გვიტევენ, მშვიდად ვარ, რადგან მამარდა გვყავს“ | ხიზანიშვილის ინტერვიუ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს დევიდ ლინჩს ინტერვიუ მისცა. ლინჩმა „ლივერპულის“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია მოამზადა და ხიზანიშვილს სწორედ „მამარდაზე“ ელაპარაკა.
„მამარდაშვილის ხასიათი სწორედ ის არის, რაც ძალიან გვიყვარს — მოედანზეც და მის გარეთაც ძალიან მშვიდია. ვამბობთ ხოლმე, რომ გერმანული სისხლი აქვს, რადგან ნამდვილი ცივსისხლიანია. ჩვენ, ქართველები, ასეთები არ ვართ — უფრო თბილი ხალხი ვართ.
გიორგის მამა მეკარე იყო და დინამო თბილისში თამაშობდა. ასეთ დონეზე არ უასპარეზია, მაგრამ ფეხბურთი გიორგის სისხლშია. როდესაც მეკარე ხარ და ასეთ მაღალ დონეზე თამაშობ, აუცილებელია ძლიერი ხასიათი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო.
ცენტრალური მცველი ვიყავი და როცა კარში ბრედ ფრიდელი ან სტეფან კლოსი იდგა, მეც მშვიდად ვგრძნობდი თავს. მამარდაშვილი ზუსტად ასეთ ტიპის მეკარეა. ხუთი წელიწადია მასთან ვმუშაობ და გეფიცებით, როცა გვიტევენ, აბსოლუტურად მშვიდად ვარ. მაშინ უფრო ვნერვიულობ, როცა ჩვენ ვუტევთ. ზუსტად ვიცი, როგორი რთულია მას გოლი გაუტანო — უამრავჯერ მინახავს, როგორ ეჯიბრება მას კვარაცხელია ვარჯიშებზე."
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და თურქეთთან მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნები“ მოედანზე 14 ოქტომბერს გავლენ — შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.