შონ ომალი
Aa
Aa

„ხუთივე რაუნდში უნდა ვაჯობო“ - ომალი ქამრის დაბრუნებას გეგმავს

შონ ომალი მერაბ დვალიშვილთან რემატჩს აბსოლუტურად განსხვავებული ტაქტიკა-სტრატეგიით უდგება და მაქსიმალურად შეეცადა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრისთვის მშვიდად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მომზადებულიყო. რამდენად კარგად ჩაიარა კემპმა და არის თუ არა მზად ტიტულის დასაბრუნებლად, ამის თაობაზე „შუგას“ მედიის წარმომადგენლებისთვის მოკლე და კონკრეტული პასუხები ჰქონდა

შონ ომალი

რას ვაპირებ მერაბ დვალიშვილთან შეხვედრაში? მას ჯერ საწყის სამივე რაუნდში უნდა ვაჯობო, ხოლო შემდეგ ბოლო ორ რაუნდშიც საკუთარი უპირატესობა ვაგრძნობინო. პროფესიონალი ვარ და თითოეული ბრძოლისთის როგორც საჭიროა, ისე ვემზადები, მაგრამ ამჯერად საქმეს განსაკუთრებული მონდომებით მივუდექი. საბრძოლო უნარები კიდევ უფრო გავიუმჯობესე და თითქმის ყველა კომპონენტში მომატებული მაქვს, რის გამოც საჩემპიონო ქამრის დაბრუნების მჯერა.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის სექტემბრით თარიღდება, სადაც ქართველმა „მანქანამ“ მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონა ჩაბარებულია | ომალი-დვალიშვილის ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა
წონა ჩაბარებულია | ომალი-დვალიშვილის ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა