საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ჩვენი მიზანია ჯგუფიდან გავიდეთ | 21-წლამდე ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა. მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ გიორგი აბუაშვილმა და გიზი მამაგეიშვილმა კომენტარები გააკეთეს.

გიორგი აბუაშვილი: „დღეს ავსტრიული შეკრება დავასრულეთ. ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ხვალ სლოვაკეთში გავემგზავრებით, სადაც პოლონეთთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. ფიზიკურად და მენტალურად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ ყოფილა, გვსურს იქ ჩვენი სახელი დავტოვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ''.

გიზი მამაგეიშვილი: „ავსტრიაში სრული 1 კვირა გავატარეთ, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სლოვაკეთში ჩამოსულ თითოელ ქართველ ქომაგს, თითოეულ საქართველოს დროშას. ჩვენთვის დიდი მოტივაცია და მუხტი იქნება''.

21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. ტურნირს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები