გიორგი ყავლაშვილი
Aa
Aa

ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია | საქართველოს ნაკრების (U19) დრამატული მარცხი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდი გიორგი გვასალიას გოლით იგებდა, საგოლე პასი გიორგი ჩუბინიძის ანგარიშზეა, 88-ე წუთზე გიორგი ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოლდოვამ ორი გოლი გაიტანა და მატჩი მოიგო.

 

18 წლის გიორგი ყავლაშვილი ბელგიაშია გაზრდილი, საფეხბურთო კლუბ „უნიონ სენ-ჟილის’’ მეკარეა. ამ ეტაპზე პირველ გუნდში არ თამაშობს, თუმცა 2024-25 წლების სეზონში განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა და გუნდთან ერთად ბელგიის ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შემდეგ მატჩს მოლდოვის 20-წლამდე ნაკრებთან გამართავს (8 ივნისი, 18:30), შემდეგ კი სომხეთის 19-წლამდე ნაკრებს შეხვდება (10 ივნისი, 18:30).

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები