ზურაბ ხიზანიშვილი
Aa
Aa

ხიზანიშვილი: “4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას დიდი ხანია ვგეგმავთ“

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ზურაბ ხიზანიშვილი: 

„ჩვენი ტაქტიკა? დიდი ხანია გვინდა და ვფიქრობდით, რომ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავსულიყავით. ამის გაკეთება ოფიციალურ თამაშებში არ გვსურდა. მომავალს ასე ვუყურებთ. 4 მცველზე გადასვლა ბევრი მიზეზის გამო გვინდა. საკმაოდ ბევრი პოზიტივი აქვს ამ ტაქტიკას შეტევაში. ამხანაგურ მატჩებში ეს სისტემა გამოვცადეთ.

რაც შეეხება კაბო-ვერდეს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მათ ქვე ჯგუფში შანსი აქვთ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარონ და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. განსხვავება პირველსა და მეორე თამაშს შორის საკმაოდ დიდია. ორი განსხვავებული მეტოქე გვყავდა, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად.

კონტრ-შეტევებზე თამაში, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე მოგვიწია. ჩვენი დავალება ნამდვილად არ იყო ის, რომ კონტრ-შეტევაზე გვეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპონენტში საკმაოდ ძლიერები ვართ, ჩვენი მიზანი ეს არ იყო."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან ანგარიში საბა ლობჟანიძემ გახსნა, ხოლო კაბო-ვერდეს მხრიდან წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან რაიან მენდესმა აღადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები