კაბო-ვერდეს მწვრთნელი: “ეს თამაში უნდა მოგვეგო“
Aa
Aa

კაბო-ვერდეს მწვრთნელი: “ეს თამაში უნდა მოგვეგო“

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა პედრო ბრიტომ კომენტარი გააკეთა.

პედრო ბრიტო:

„რთული მატჩი იყო. ბედნიერები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, ასევე საქართველოს ნაკრებს. საერთო ჯამში სანახაობრივი შეხვედრა მივიღეთ.

თამაშს ვაკონტროლებდით. ვიცით, რომ საქართველო ძალიან კარგი ნაკრებია. აქ ჩამოვედით და გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. მეორე ნახევარში ერთზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ის ფაქტი, რომ მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით იმის საფუძველს გვაძლევს, რომ თამაში უნდა მოგვეგო.

ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რაც აქ გავაკეთეთ. ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი იყო. ეს თამაში სეზონის ბოლო მატჩად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამის ფონზე ვფიქრობ, რომ კარგი და სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა. სექტემბერის თამაშებს კარგ განწყობაზე შევხვდებით. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოდან კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევთ. ვიცით, რომ საქართველოს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ჩემი გადმოსახედიდან თქვენ ძალიან კარგი გუნდი გყავთ. თქვენ ჩვენს ქვეყანაშიც ცნობილები ხართ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან ანგარიში საბა ლობჟანიძემ გახსნა, ხოლო კაბო-ვერდეს მხრიდან წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან რაიან მენდესმა აღადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები