დილა
Aa
Aa

გორის დილა მწვრთნელის გარეშე დარჩა | რიკარდო კოშტამ გუნდი დატოვა

გორის „დილამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ რიკარდო კოშტამ გუნდი დატოვა. პორტუგალიელი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მან რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „ფეირენსე“ ჩაიბარა.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ რიკარდო კოშტამ ოჯახური მიზეზების გამო ჩვენი კლუბი დატოვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენც ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ამჟამად ჩვენი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, რაც ბატონი რიკარდოს დიდი დამსახურებაა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ რიკარდოს მისი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ თავდადებული შრომისთვის, რომელიც მან და მისმა გუნდმა ჩვენი გუნდისთვის გაწია. ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს მას მომავალ კარიერაში“, - ნათქვამია „დილას“ განცხადებაში.

კოშტას ახალ გუნდს რაც შეეხება, „ფეირენსემ“ მისი დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. პორტუგალიურმა კლუბმა გასული სეზონი მე-8 პოზიციაზე დაასრულა და 49 ქულა დააგროვა. გეტყვით იმასაც, რომ „დილას“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელოდება და ევროტურნირების წინ, ახალი თავკაცის დანიშვნა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტაგონზე ყველა იღლება... მერაბის გარდა“ | ჯო როგანმა დვალიშვილზე ისაუბრა
„ოქტაგონზე ყველა იღლება... მერაბის გარდა“ | ჯო როგანმა დვალიშვილზე ისაუბრა