მერაბ დვალიშვილი, ჯო როგანი
Aa
Aa

„ოქტაგონზე ყველა იღლება... მერაბის გარდა“ | ჯო როგანმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და მის მომდევნო მეტოქეზე გაამახვილა ყურადღება. დიდი ალბათობით, „მანქანა“ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება და როგანმა დვალიშვილის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„კორი სენდჰეგენი ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური მებრძოლია. ის აუცილებლად შეიმუშავებს სტრატეგიას, რომელიც მისი აზრით, ამ ბუნების ძალასთან გამკლავების საუკეთესო შანსს მისცემს. პრობლემა ისაა, რომ კორი აუცილებლად დაიღლება. ოქტაგონზე ყველა იღლება... თუ რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილი არ ხარ, რაც სრული სიგიჟეა.

მერაბი კი ამბობს, ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგიაო, მაგრამ მართლა ასეა?! ან თუ ასეა, რა დონის სამუშაოზეა საუბარი? რამდენ საათზეა ლაპარაკი? კორი ჭკვიანია და სტრატეგიასა და გეგმას შეიმუშავებს, მაგრამ საკითხავი ისაა, არსებობს კი რაიმე სტრატეგია ან გეგმა, რომელიც დვალიშვილის წინააღმდეგ იმუშავებს?!“

ცნობისთვის, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ, სენჰეგენი დვალიშვილის შეხვდა. კორიმ „მანქანას“ წარმატება მიულოცა და უთხრა, რომ ერთი სული, მის წინააღმდეგ როდის იჩხუბებს. ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე სწორედ სენდჰეგენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე